12/02/202519:03

Обзор прессы

06.08 15:16 ამერიკელი კონგრესმენები – თუ აშშ და ევროპა უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ, ამ სიცარიელის შევსებას რუსეთი შეეცდება

6 августа /GEORGIAinform/. "პოლიტიკური რეფორმები კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც უკრაინა და საქართველო რუსეთის მხრიდან შეტევის წინაშე დგანან", - ამ სათაურით აქვეყნებენ მოსაზრებებს ამერიკელი კონგრესმენები , "რესპუბლიკელები" პიტერ როსკამი და დევიდ პრაისი როლლცალლ.ცომ-ის გვერდზე.

"თუ აშშ და ევროპა უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ, რუსეთი ამ სიცარიელის შევსებას მშვიდად შეეცდება არამხოლოდ აღმოსავლეთ უკაინაში სამხედრო აგრესიით, არამედ ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური იერიშებით. გავრცელებული ცნობების მიხედვით, საქართველოსა და ასევე უკრაინაში ზოგი პოლიტიკური ელემენტი მსგავსი მცდელობების სიცხადეს გვიჩვენებს", - წერენ ამერიკელი კონკრესმენები.

"ცოტა ხნის წინ ჩვენ უკრაინასა და საქართველოში კონგრესმენების დელეგაციას ვხელმძღვანელობდით, შევხვდით როგორც ყოველთვის პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს, ასევე ყველა რანგის და მოსაზრების მქონე ათობით პარლამენტარს. ჩვენ არასოდეს გვინახავს ევროპის ნაწილად გახდომის არც მსგავსი ძლიერი სურვილი და არც უფრო ძლიერი გაცნობიერება იმისა, რომ ეროვნული წარმატება დამოკიდებულია შიდა რეფორმებზე. ჩვენ დავბრუნდით დარწმუნებულები, რომ აშშ-მ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იპოვონ მხარდაჭერის გამოხატვის სარწმუნო გზები", - წერენ "რესპუბლიკელები".

კონგრესმენების თქმით, მათ საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის დროს ნახეს, რომ ამ ორ ქვეყანას აქვს ეფექტური სამთავრობო ინსტიტუტების განვითარების სურვილი, კორუფციისა და არასტაბილურობის დაძლევის მიზნით კი კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ.

"როგორც აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო "ორი დავითისგან": ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძისგან, რომელიც ახლა ოპოზიციას უდგას სათავეში და "რესპუბლიკური პარტიის" წევრ დავით უსუფაშვილისგან, რომელიც 2012 წლის შემდეგ სპიკერად აირჩიეს", - წერენ "რესპუბლიკელი" კონგრესმენები კომენტარში. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ამ ლიდერების განსხვავებული მოსაზრებებისა, დასავლეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაძლიერების სურვილი მათ გამაერთიანებელ ძალად რჩება.

www.geotimes.ge

главная